თამარ კიკვაძე თამარ კიკვაძე - დამფუძნებელი
„ჩემი ფილოსოფია მარტივია და ეფუძნება ორ ჭეშმარიტად გრძნობას - სიყვარულს და პატივისცემას. მე მიყვარს რასაც ვაკეთებ, და მიყვარს ადამიანების პატივისცემის შეგრძნება. ამის მიღმა, ყველაფერი ეფუძნება მიზნებს, შედეგებს და პიროვნულ განვითარებას." თამარს აქვს 15+ წლიანი გამოცდილება კორპორატიულ გაყიდვებში, მენეჯმენტში და მომხმარებლებთან ურთიერთობაში.
ნინო ხაჭაპურიძე ნინო ხაჭაპურიძე - დამფუძნებელი
“მე მჯერა, რომ ადამიანს ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლია და რომ ჩვენ გავლენას ვახდენთ და ხელს ვუწყობთ ერთმანეთს დიდი მიზნების მიღწევაში. სწორედ ამიტომ ავირჩიე პროფესიად ფსიქოლოგია და ჩემი კარიერა HR-ს და ზოგადად მენეჯმენტს მივუძღვენი როგორც კერძო, ისე არასამთავრობო სექტორებში. გამიმართლა, რომ მომეცა შესაძლებლობა მემუშავა მსხვილ პროექტებზე, რომლებმაც დადებითი გავლენა მოახდინა, როგორც ჩემი დამსაქმებლის მომგებიანობაზე, ისე შრომითი ბაზრის და HR სტანდარტების განვითარებაზე საქართველოში.“   ნინოს აქვს 20 წლამდე სამუშაო გამოცდილება, საიდანაც ბოლო 15 წელი კონცეტრირებულია ფინანსური მომსახურების სექტორზე. ნინო ფლობს MBA ხარისხს მენეჯმენტის კონსულტირების სპეციალობით და მან MBA პროგრამის საბოლოო კვლევითი პროექტი მიუძღვნა კულტურათაშორის მენჯმენტის თემას.
connections logo
connections ჩვენ შესახებ

ჩვენი ამბავი

Connections -ის ამბავი ერთი მარტივი იდეით დაიწყო: ვაპოვნინოთ ერთმანეთი გუნდს და გუნდის მომავალ წევრს, დაგაკავშიროთ ადამიანები ერთმანეთთან. გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი მიიღება ადამიანის სწორ გარემოში მოხვედრით. საუკეთესო სამუშაო ადგილი არასდროს არის უბრალოდ სამსახური, ის საყვარელი საქმეა.
მოგვიყევით თქვენზე: ვინ ხართ და როგორ ადამიანს ეძებთ გუნდში, ჩვენ ყურადღებით მოგისმენთ, გავიგებთ რა გჭირდებათ, გავითავისებთ, მივაგნებთ და დაგაკავშირებთ ერთმანეთთან - ადამიანებს ადამიანებთან, გუნდს კი მომავალ გუნდის წევრთან. სინამდვილეში ყველაფერი მარტივია და შედეგიც ადვილად დგება.


დაგვიკავშირდით და დაგაკავშირებთ!

ჩვენი სერვისები

connections ჩვენი სერვისები
დაგვიკავშირდით :

დაზოგეთ დრო, ის ერთადერთია რაც არ ბრუნდება

შევისწავლით თქვენს მოთხოვნებს :

და შემოგთავაზებთ ინდივიდუალურ თქვენზე მორგებულ პირობებს

შედეგი :

უმოკლეს ვადაში დახურული ვაკანსიები და გრძელვადიანი ურთიერთობები

ჩვენი გუნდი

connections ჩვენი გუნდი
connections ჩვენი გუნდი
თამარ კიკვაძე

თამარ კიკვაძე

დამფუძნებელი
ნინო ხაჭაპურიძე

ნინო ხაჭაპურიძე

დამფუძნებელი

ადამიანები ჩვენზე

კონტაქტი

მოგვწერეთ